ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონშიპში მოასპარეზე “ბრენტფორდმა”, რომელსაც ზაფხულში აკაკი გოგია დაემატა, სეზონის დაწყებამდე დასკვნითი ამხანაგური მატჩი “ნორვიჩთან” ჩაატარა და 1:2 დამარცხდა. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა, რომელიც გერმანიის მოქალაქეა, სრულად ითამაშა.
ბელგიის მეორე დივიზიონის წარმომადგენელმა “ტუბიცემ”, სადაც ცოტა ხნის წინ ფოთის “კოლხეთიდან” ლევან შენგელია გადავიდა, “დენდერთან” ისპარინგა და 1:2 წააგო. შენგელია თამაშში 70-ე წუთიდან ჩაერთო.