რაგბი

16:34 | 3.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო მე-13 ადგილზე აღზევდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ყოველკვირეულ რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა და მე-13 საფეხურზე აღზევდა, რითაც მისთვის სარეკორდო მიღწევა გაიმეორა.

“ბორჯღალოსნების” წინსვლა წყნარი ოკეანის თასის მესამე ტურში დაფიქსირებულმა შედეგებმა გამოიწვია. იაპონია ფიჯისთან 22:27 დამარცხდა, რის გამოც 0,73 ქულა დაკარგა და მე-14 ადგილამდე დაეშვა. ფიჯი კვლავ მე-10 პოზიციაზე რჩება, მაგრამ სამოას, რომელმაც კანადა 21:20 დაამარცხა და 0,31 ქულა მიიღო, უკვე მცირედით ჩამორჩება. ახლა საქართველოს წინ ტონგას ნაკრებია, რომელმაც აშშ 33:19 დაამარცხა. ტონგა 2015 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს მეტოქეა.

წყნარი ოკეანის თასის დასკვნით რაუნდში 3-4 აგვისტოს კიდევ სამი თამაში გაიმართება. ტონგა იაპონიას მე-3 ადგილისთვის ერკინება, აშშ კანადას მე-5 პოზიციას შეეცილება, ხოლო მთავარ ჯილდოს ფიჯი და სამოა გაითამაშებენ. მათი და ოთხი ერის თასის შაბათს გასამართი შედეგები მომავალი ორშაბათის რეიტინგში აისახება.

მსოფლიო რაგბის რეიტინგი 3 აგვისტოსთვი

1 (1). ახალი ზელანდია 94,33

2 (2). სამხრეთ აფრიკა 86,37

3 (3). ირლანდია 85,76

4 (4). ინგლისი 85,40

5 (5). ავსტრალია 85,23

6 (6). უელსი 84,07

7 (7). საფრანგეთი 79,74

8 (8). არგენტინა 77,17

9 (9). სამოა 76,15

10 (10). ფიჯი 76,02

11 (11). შოტლანდია 74,79

12 (12). ტონგა 74,51

13 (14). საქართველო 72,16

14 (13). იაპონია 71,89

15 (15). იტალია 71,85

16 (16). აშშ 68,04

17 (17). რუმინეთი 66,73

18 (18). კანადა 65,61

19 (19). ურუგვაი 62,11

20 (20). ესპანეთი 61,54

21 (21). ნამიბია 61,28

22 (22). რუსეთი 61,10

23 (23). ჩილე 57,34

24 (24). ჰონკონგი 57,31

25 (25). კორეა 56,70

26 (26). ბელგია 56,47

27 (27). ზიმბაბვე 56,44

28 (28). კენია 56,17

29 (29). პორტუგალია 55,72

30 (30). გერმანია 54,78

31 (31). უკრაინა 54,07

32 (32). მოლდოვა 53,69

33 (33). ჰოლანდია 51,86

...

0.113179