ფეხბურთი

16:05 | 3.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

პსვ ჰოლანდიის სუპერთასს მეათედ დაეუფლა (+VIDEO)

ჰოლანდიის მოქმედი ჩემპიონი პსვ ქვეყნის სუპერთასის გამარჯვებული მეთაედ გახდა. ეინდჰოვენელები თასის მფლობელ “გრონინგემს” “ამსტერდამ არენაზე” დაუპირისპირდნენ და სამი უპასუხო გოლი გაუტანეს (VIDEO).

შეხვედრაში ანგარიში ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ლუკ დე იონგმა 25-ე წუთზე გახსნა, 50-ზე წარმოშობით მაროკოელმა ადამ მაჰერმა გაზარდა პსვ-ს უპირატესობა, 63-ე წუთზე კი დე იონგმა დუბლი შეასრულა.

0.117507