ფეხბურთი

15:14 | 3.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლოკომოტივმა” შეკრება “ესკიშეჰირთან” მარცხით დაასრულა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა თბილისის “ლოკომოტივმა” ავსტრიულ შეკრებაზე დასკვნითი მატჩი თურქეთის სუპერლიგის “ესკიშეჰირთან” ჩაატარა და 1:7 დამარცხდა.

თბილისელთა ოფიციალური ფეისბუქის ინფორმაციით, მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:

მიქავა (46 კუპატაძე), ჩიტეიშვილი, გეთიაშვილი (ხიდეშელი, 73), ღაღანიძე, უბილავა (გაბაძე, 70), სამურკასოვი, ჩიხლაძე (ქიქავა, 50), დიასამიძე, კიკნაძე (არდაზიშვილი, 80), თექთურმანიძე (ქანთარია, 71), მამია გავაშელიშვილი (ვატო არველაძე, 75)

“ლოკომოტივიდან” ერთადერთი გოლი 26-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა გაიტანა, რომელმაც ანგარიში 1:2-მდე შეამცირა.

თბილისელები საქართველოში 4 აგვისტოს დაბრუნდებიან და სეზონის დაწყებამდე დასკვნით სპარინგს 7 აგვისტოს საგურამოში ბოლნისის “სიონთან” ჩაატარებენ.

0.119525