საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ფორვარდი ბაჩანა ცხადაძე კარიერას მოლდოვის ნაციონალუ დივიზიაში გააგრძელებს.
ინტერნეტპორტალ moldova.sports.md-ის ინფორმაციით, 27 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მოლდოვის მოქმედ ჩემპიონ “მილსამისთან” კონტრაქტი გააფორმა.
2010 წლიდან ცხადაძე აზერბაიჯანის პრემიერლიგაში გამოდიოდა. ჯერ ზაქათალის “სიმურგში” თამაშობდა, ხოლო შემდეგ ბაქოს “ინტერში”. ის 32 გატანილი გოლით “ინტერის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
“მილსამი” ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა და პირველი მატჩი ალბანეთის “შკენდერბეუსთან” სახლში 0:2 წააგო.