ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის საფეხბურთო ნაკრების უბერებელი მეკარის, ჯიჯი ბუფონის გულისსწორი, იტალიელი ტელეწამყვანი და მოდელი, ილარი დამიკო როგორც იცით ჯანლუიჯისგან შვილს ელოდება და ამ ფაქტს იგი ზუსტად ისეთი აღფრთოვანებით უყურებს, როგორც შვილის გაჩენაზე მეოცნებე ქალს შეეფერება.
ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ ილარის ორსულობის ამბავი საზოგადოებისათვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე დასვენების დროს, ილარი დამიკომ ჟურნალისტებს თავისი გამობერილი მუცელი აჩვენა და სიამაყით განაცხადა, რომ იქ ჯიჯის შვილი იყო ჩასკუპებული.
შვილის (ეს როგორც იცით ჯიჯისთვის მესამეა) მოლოდინი იტალიელი გოლკიპერისათვისაც ფრიად სასიხარულოა და იგი ბავშვის სახელის დარქმევის სიამესა და პატივს მთლიანად ილარის უთმობს. ჟურნალისტების კითხვაზე კი პასუხობს, რომ ილარი დამიკოს ცოლად მოყვანას არ აპირებს და ოფიციალური ცოლ-ქმრობის ამბავს იგი არც კი განიხილავს.