ინგლისური მედიის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი ანხელ დი მარია პსჟ-ში სამედიცინო შემოწმებას მომდევნო 24 საათის გამავლობაში გეგმავს.
არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს იმედოვნებს, რომ დღეს კლუბის ხელმძღვანელობას დოჰაში შეხვდება და კონტრაქტის დეტალებზე მოლაპარაკებას გამართავს.
ჯერჯერობით ოფიციალურად ტრანსფერის დეტალები არ ცხადდება. ხავიერ პასტორეს თქმით, დი მარიას პარიზულ გუნდში თამაში სურს და ეს თავად ანხელმა მას პირად საუბარში განუცხადა.