2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ერთ-ერთმა მეტოქე სლოვენიის საკალათბურთო ნაკრებმა პირველი საკონტროლო მატჩი გამართა და კიდრიჩევოში ახალ ზელანდიას 73:68 სძლია.
საინტერესოა, რომ დასკვნითი მეოთხედის წინ ევროპელები 3 ქულის სხვაობით მარცხდებოდნენ, თუმცა, ბოლო წუთები სტუმრებზე უკეთ ჩაატარეს და 5 ქულით იმარჯვეს.
მასპინძელთა რიგებში 15 ქულით საუკეთესო იურე ბალაჟიჩი იყო, რომელმაც ეროვნული ნაკრების კაპიტნის სამკლავური პირველად მოირგო. 10-ქულიან ზღვარს კი გუნდის დებიუტანტმა ზიგა დიმეცმა (11), ლუკა რუპნიკმა (10) და ალენ ომიჩმაც (10) უწიეს.
იურე ზდოვცის შეგირდებს ევრობასკეტამდე კიდევ 9 საკონტროლო მატჩი ელით, რომელთაგან უახლოესი 3 აგვისტოს გახლავთ დაგეგმილი, ლაშკოში, ავსტრალიელთა წინააღმდეგ. ამ მატჩისთვის ნაკრებს ზორან დრაგიჩიც შეუერთდება, რომელიც მცირე ხნის წინ “მაიამი ჰითიდან” “ბოსტონ სელქტისში” გაანათხოვრეს. აი, გაცილებით ცნობილი დრაგიჩი – გორანი რომ ევრობასკეტზე არ ითამაშებს, გადაწყვეტილი ამბავია.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2015 5-20 სექტემბერს ერთბაშად ოთხ ქვეყანაში შედგება. საქართველოს და სლოვენიის ნაკრებები ზაგრებში დაგეგმილ C ჯგუფში ითამაშებენ, სადაც მათი მეტოქეები მასპინძელი ხორვატია, საბერძნეთი, მაკედონია და ჰოლანდიაც იქნებიან. საქართველოს და სლოვენიის ნაკრებთა მატჩი 6 სექტემბერს გახლავთ დაგეგმილი.
სლოვენია – ახალი ზელანდია 73:68 (18:17, 15:21, 16:14, 24:16)
სლოვენია: რუპნიკი (24 წ. 10 ქ.), პრეპელიჩი (23 წ. 9 ქ. 5 პ.), ბლაჟიჩი (15 წ. 2 ქ.), ბალაჟიჩი (23 წ. 15 ქ. 5 მ.), დიმეცი (13 წ. 11 ქ.); იოკსიმოვიჩი (13 წ. 4 ქ. 3 მ.), ტომიჩი (6 წ. 3 ქ.), ნიკოლიჩი (25 წ. 5 ქ.), მაჰკოვიჩი (11 წ. 1 ქ.), ომიჩი (23 წ. 10 ქ. 6 მ. 3 პ.), ლაპორნიკი (11 წ. 2 ქ.), ვონჩინა (4 წ.), სლოკარი (7 წ. 1 ქ. 3 მ.).
მწვრთნელი: იურე ზდოვცი.
სლოვენიელთა დარჩენილი მატჩების კალენდარი:
3 აგვისტო
სლოვენია – ავსტრალია (ლაშკო)
4 აგვისტო
სლოვენია – ავსტრალია (ლიუბლიანა)
8 აგვისტო
სლოვენია – პოლონეთი (რიგა)
9 აგვისტო
ლატვია – სლოვენია (რიგა)
21 აგვისტო
სლოვენია – უკრაინა (ლიუბლიანა)
22 აგვისტო
სლოვენია – ფინეთი (ლიუბლიანა)
23 აგვისტო
სლოვენია – იტალია (ლიუბლიანა)
27 აგვისტო
სლოვენია – სერბეთი (ლიუბლიანა)
29 აგვისტო
სერბეთი – სლოვენია (ბანია ლუკა)