ჭიდაობა

13:57 | 2.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრებები ბრაზილიაში შეკრებაზე გაემგზავრნენ

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრებები ბრაზილიაში გაემგზავრნენ, სადაც 10-დღიან საწვრთნელ შეკრებას გაივლიან, 11-16 აგვისტოს კი სალვადორში მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

ბერძნულ-რომაული ნაკრები: ნუგზარ წურწუმია (50), ირაკლი შავაძე (55), ლევან ქავჟარაძე (60), რამაზ ზოიძე (66), გელა ბოლქვაძე (74), გიორგი მელია (84), ნიკოლოზ კახელაშვილი (96), ზვიად პატარიძე (120).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა სილაგაძე, მწვრთნელი: მუხრან მაჭუტაძე. რეფერი: ზაზა ჯიბლაძე

თავისუფალი ჭიდაობა: რობერტ დინგაშვილი (50), ედემი ბოლქვაძე (55), გიორგი სულავა (60), ავთანდილ კენჭაძე (66), ტარზან მაისურაძე (74), ირაკლი მწითური (84), გიორგი ჩხარტიშვილი (96) და ბექა კანდელაკი (120).

მთავარი მწვრთნელი: გიორგი გოგშელიძე. მწვრთნელები: დავით ოთიაშვილი, გელა საღირაშვილი, კობა კაკალაძე.

პროგრამა

11.08.15. ბერძნულ-რომაული 50-60-74-96 კგ

12.08.15 ბერძნულ-რომაული 55-66-84-120 კგ

15.08.15. თავისუფალი ჭიდაობა 50-60-74-96 კგ

16.08.15. თავისუფალი ჭიდაობა55-66-84-120 კგ

www.wrestling.ge

0.12809