სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

13:08 | 2.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მე-20 ჩემპიონობა

ირაკლი ბერაძის (2375) დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის.

გამარჯვებულმა ბრწყინვალე შედეგი აჩვენა – 8 მოგება და 1 ყაიმი. ირაკლიმ მეტოქეებს წინაამღდეგობის შანსი არ მისცა და ქვეყნის ასაკობრივი ჩემპიონის ტიტული მეოცედ მოიპოვა.

ბერაძეს 2 ქულით ჩამორჩა და მეორე ადგილზე გავიდა ნიკა ღვამბერია (2133).

6-6 ქულით III-VI ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ: 3. ალექსანდრე ებრალიძე (2135), 4. ნიკოლოზ პეტრიაშვილი (1991); 5. ოთარ მანგიაშვილი (1932), 6. ანი ჩხაიძე (1659; ტურნირის მონაწილე ერთადერთი გოგონა).

ანალოგიური ასაკის გოგონათა შეჯიბრში ერთპიროვნულად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული ნინო ხომერიკმა (2244). ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა ანა კუჭავამ (2101) და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

6-6 ქულით III-IV ადგილებზე ნანი უნაფქოშვილი (2062) და მარიამ ჭოლაძე (2125) გავიდნენ.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.118152