გერმანიისა და საფრანგეთის მსგავსად, მიმდინარე უიკენდზე 2015/2016 წლების საფეხბურთო სეზონი სუპერთასიც იწყება ინგლისშიც. აღნიშნული ჯილდოს მოსაპოვებლად, “უემბლიზე” ერთმანეთს ლონდონური კლუბები: “არსენალი” (ასოციაციის თასის მფლობელი) და “ჩელსი” (პრემიერლიგის გამარჯვებული) დაუპირისპირდებიან.
უპირველეს ყოვლისა, უნდა ვისაუბროთ იმ ცვლილებებზე, რომლებიც კლუბებში ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მოხდა. “მეთოფეთა” რიგები დატოვეს: აბუ დიაბიმ, რიო მიაჩიმ, კარლ ჯენკინსონმა, ლუკაშ პოდოლსიმ, ვოიცეხ შესნიმ, სემი აჯაიმ და ჯორჯ დობსონმა. სანაცვლოდ, მათ შესანიშნავი მეკარე პიოტრ ჩეხი გაიფორმეს, რომელსაც დღეს ოფიციალური დებიუტი სწორედ იმ კლუბის წინააღმდეგ ექნება, რომლის ღირსებასაც 11 წლის განმალობაში იცავდა.
“არისტოკრატები” ჩეხის გარდა, დიდიე დროგბას, გაელ კაკუტას, მარიო პასალიჩს, ჯოშ მაკიხრენს, ლევის ბეიკერს, იზი ბრაუნს, ტომაშ კალაშს, მარკო ვან გინკელს, პატრიკ ბემფორდსა და ფელიპე ლუისს შეელივნენ, ხოლო ნათანი, ასმირ ბეგოვიჩი და რადამელ ფალკაო დაიმატეს. გარდა ამისა, კლუბს დაუბრუნდა ვიქტორ მოზესი, რომელიც ბოლო ორი სეზონის განმალობაში “ლივერპულსა” და “სტოკში” გახლდათ განათხოვრებული.
არსენ ვენგერის გუნდი ტრავმების გამო ტომაშ როსიცკისა და დენი უელბეკს მოისაკლისებს, ხოლო კოპა ამერიკის ტრიუმფატორს ალექსის სანჩესს ჯერ კიდევ შვებულება აქვს და ვარჯიშს ხვალიდან შეუდგება.
სტუმართა რიგებში საეჭვო გახლდათ გარი კეჰილისა და დიეგო კოშტას თამაში, რომელთც მცირე ტრავმა აწუხებდათ, თუმცა როგორც ცნობილია, დღეს ორივე ძირითად შემადგენლობაში იქნება.
საინტერესო ფაქტები:
“არსენალს” “ჩელსის” კარი ხუთი თამაშია არ აუღია. “მეთოფეთა” მშრალი სერია თანაქალაქელთან დაპირისპირებაში 482 წუთს ითვლის.
“არსენალს” დღევანდელი მეტოქე რვა თამაშია არ დაუმარცხებია. არსენ ვენგერის გუნდმა ბოლოს “ჩელსის” 2011 წლის 29 ოქტომბერს სძლია, როდესაც “სტემფორდ ბრიჯზე” რობინ ვან პერსიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა და “მეთოფეებმა” 5:3 იმარჯვეს.
“ჩელსის” ინგლისის სუპერთასი 4-ჯერ აქვს მოგებული, “არსენალს” – 13-ჯერ.
ინგლისის სუპერთასის ბოლო 6 მატჩში საშუალოდ 3.8 გოლი გავიდა.
ინგლისის სუპერთასის უკანასკნელი 5 მატჩიდან, ასოციაციის თასის გამარჯვებულმა მხოლოდ ერთხელ იმარჯვა. გასულ წელს “არსენალმა” პრემიერლიგის მომგები “მანჩესტერ სიტი” 3:0 გაანადგურა.
არსენალი – ჩელსი
ლონდონი, “უემბლი”
სავარაუდო შემადგენლობები
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, მერტესაკერი, კოშელნი, მონრეალი, დებუში, კოკლენი, რემსი, კასორლა, ოზილი, ჩემბერლენი, ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, კეჰილი, ტერი, ივანოვიჩი, აზპილიკუეტა, მატიჩი, ფაბრეგასი, ოსკარი, აზარი, მოზესი, კოშტა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
მსაჯი: ენტონი ტეილორი
თამაშის პრომო: