არგენტინის ეროვნული ნაკრების და “პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველმა ხავიეს პასტორემ Le Parisien-თან საუბრისას განაცხადა, რომ დი მარიას ესაუბრა და “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევს ფრანგულ გუნდში სურს თამაში.
“მას ვუთხარი, რომ ჩვენ შემოგვიერთდეს. დი მარიამ კლუბის, ქალაქის და აქაური ცხოვრების შესახებ კითხვები დამისვა. ანხელს ჩვენთან გადმოსვლა უნდა. იგი შესანიშნავი ფეხბურთელია და არ დაგვავიწყდეს, მას მარტოც შეუძლია თამაშების მოგება.” – განაცხადა ხავიერმა.
ანხელ დი მარიას პსჟ-ში ტრანსფერის შესახებ ბევრი ინფორმაცია გავრცელდა. ოფიციალურ დონეზე ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ეტაპზეა “მანჩესტერის” და ფრანგული გრანდის მოლაპარაკება.