თბილისი 2015-ზე ხელბურთელ გოგონათა ტურნირის გამარჯვებული რუსეთის ნაკრები გახდა. ფინალურ შეხვედრაში ვიაჩესლავ კირილენკოს გუნდმა დანიელები ანგარიშით 21:20 დაამარცხა.
მატჩი აქტიურად რუსეთის ნაკრებმა დაიწყო, თუმცა პირველი ნახევრის ბოლო წუთებში დანიელებმა რამდენიმე მწვავე კონტრშეტევა განახორციელეს და პირველი ტაიმი ანგარიშით 11:10 მოიგეს. მეორე ნახევარში ანგარიში რამდენჯერმე გათანაბრდა და საბოლოოდ, მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით - 18:18 დასრულდა. ოვერტაიმში უკეთესად კირილენკოს გუნდმა ითამაშა და საბოლოოდ, ერთქულიანი სხვაობით ანგარიშით - 21:20 გაიმარჯვა. რუსებიდან 6 გატანილი გოლით კარინა საბიროვა, ხოლო დანიელთაგან 9 გატანილი გოლით ემა ფრიისი გამოირჩნენ.
www.tbilisi2015.com