სხვა

13:23 | 1.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხმა ფრენბურთელმა გოგონებმა ქართველებს აჯობეს

თბილისის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე , მე-7 ადგილის მოსაპოვებლად გამართულ შეხვედრაში, ჩეხეთის ფრენბურთელ გოგონათა ნაკრებმა საქართველოს ნაკრები ანგარიშით 3-2 დაამარცხა.

შეხვედრა დაძაბულად მიმდინარეობდა. პირეველ და მეორე სეტში ჩეხებმა გაიმარჯვეს ( 25-21 ) ( 25-19 ). მესამე და მეოთხე სეტში საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს სძლია ( 25-21 ) ( 25-22 ). გადამწყვეტი, ბოლო მეხუთე სეტი აღმოჩნდა, რომელშიც ჩეხეთის გუნდმა ანგარიშით 15-9 მოიგო.

,,საკმოდ რთული მატჩი იყო. ვთვლი, რომ სამ სეტში უნდა მოგვეგო, მაგრამ გამარჯვებით მაინც ბედნერები ვართ,“- განაცხადა ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელმა, პეტრა ნეტრვალოვამ.

www.tbilisi2015.com

თეგებითბილისი 2015
0.111852