დამდეგი სეზონითვის მზადებას განაგრძობენ საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადრები. გორში მოქმედმა ჩემპიონმა "დილამ" ბოლნისის "სიონი" მიიღო და დიდი ანგარიშით დაამარცხა - 3:0.
ანგარიში მე-14 წუთზე გაიხსნა. ალექსანდრე კვახაძის თავური ზუსტი აღმოჩნდა. გორელთაგან მეორე გოლი 69-ე წუთზე "დილას" ბომბარდირმა ირაკლი მოდებაძემ გაიტანა, ხოლო სპარინგს წერტილი გუგა ფალავანდიშვილმა მატჩის მიწურულს დაუსვა.