ფეხბურთი

11:06 | 1.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

რურის თასზე "დინამო" მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს

რურის თასზე მოასპარეზე თბილისის "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდმა გუშინ მორიგი მატჩები გამართა. ბრაზილიურ "ინტერნასიონალთან" მარცხის შემდგომ თბილისელმა ფეხბურთელებმა გერმანულ "ბოხუმს" 2:1 აჯობეს. ანგარიში პირველ ტაიმში ზარიამ გახსნა. გერმანელებმა მეორე 45-წუთეულში გაათანაბრეს, თუმცა "დინამომ" მოგება მიქელთაძის ზუსტი დარტყმით მაინც მოახერხა.

ორი სათამაშო დღის შემდგომ დინამოელთა აქტივში ორი გამარჯვების დარად ორი მარცხია. თამაზ სამხარაძის გუნდი დღეს მეხუთე ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებს და მისი მეტოქე ლისაბონის "ბენფიკა" იქნება. მატჩი თბილისის დროით 17:40 საათზე დაიწყება.

"ბოხუმთან" კი "დინამომ" შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:

გუგეშაშვილი, ნემსაძე, ყურშავიშვილი, ლოჩოშვილი (კობახიძე), კობოური, ნ. ბაშალეიშვილი, ხატიაშვილი, ჩაკვეტაძე (კვერნაძე), ზარია, გაბრიჩიძე (მ. ბაშალეიშვილი), მიქელთაძე

0.122627