დასრულდა ვაჟთა შორის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი, რომელსაც შვეიცარიის ქალაქი ბილი მასპინძლობდა. 6,5 ქულით პირველი ადგილი და მთავარი პრიზი მაქსიმ ვაშიე-ლაგრავმა (საფრანგეთი) მოიპოვა.
ბოლო მეათე ტურში დიდ ინტერესს იწვევდა შეხვედრა სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი ვაშიე-ლაგრავისა და ვრადოსლავ ვოიტაშეკის მონაწილეობით, რომლებსაც 5,5-5,5 ქულა ჰქონდათ. თეთრებით მოთამაშე ვაშიე-ლაგრავმა ტურნირის აუტსაიდერ რაპორტს მოუგო, ხოლო ვოიტაშეკმა ნავარას წინააღმდეგობა ვერ დასძლია, მხოლოდ ყაიმს დასჯერდა და მეორე ადგილით დაკმაყოფილდა.
შეგახსენებთ, რომ ბილის ტრადიციული საჭადრაკო ფესტივალი, რომელშიც 6 მოჭადრაკე მონაწილეობდა, შვეიცარიული სისტემით ჩატარდა.
პირველ ადგილზე გასულ ვაშიე-ლაგრავს მონაწილეთა შორის მესამე რეიტინგი ჰქონდა, რაც შეეხება ფავორიტ ადამსს, მან 5,5 ქულა დააგროვა და ნავარასთან ერთად 4-5 ადგილები გაიყო.
ბოლო ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:
მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) - რიარდ რაპორტი (უნგრეთი) 1:0
ვრადოსლავ ვოტაშეკი (პოლონეთი) - დავიდ ნავარა (ჩეხეთი) 0,5:0,5
მიხაელ ადამსი (ინგლისი) - პაველ ელიანოვი (უკრაინა) 1:0
საბოლოო სატურნირო მდგომარეობა
1 ვაშიე-ლაგრავი 6,5 ქულა
2 ვოიტაშეკი 6
3-4 ადამსი, ნავარა 5,5-5,5
5 ელიანოვი 4,5
6 რაპორტი 2