ფეხბურთი

16:06 | 31.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

უოლკოტმა და კასორლამ “არსენალთან” გაახანგრძლივეს

ლონდონის “არსენალის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, “მეთეფეების” შემტევებმა სანტი კასორლამ და თეო უოლკოტმა კლუბთან ახალი კონტრაქტები გააფორმეს.

ესპანელმა ინგლისურ გრანდთან ორწლიანი, ხოლო ინგლისელმა ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. თეოს ახალი კონტრაქტის თანახმად ხელფასი 40 000 სტერლინგით გაეზარდა და კვირაში 140 000 მიიღებს.

უოლკოტმა “არსენალის” მაისურით 302 მატჩი ჩაატარა და თავი 76-ჯერ გამოიჩინა, სანტიმ კი 148 მატჩში 27 გოლი გაიტანა.

0.116754