ფეხბურთი

13:46 | 31.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

EQUIPE: პსჟ და დი მარია გაფორმდა

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ანხელ დი მარია კარიერას საფრანგეთის ჩემპიონ "პარი სენ ჟერმენში" გააგრძელებს. ამის შესახებ გამოცემა "ეკიპი" წერს. ამავე წყაროს ინფორმაციით, დი მარიას პარიზში გადაბარგება გადაწყვეტილია და იგი უახლოეს ხანებში ოფიციალურ სახეს მიიღებს.

"მანჩესტერი" სამხრეთამერიკელი შემტევის სანაცვლოდ 63 მილიონ ევროს მიიღებს, უფრო მაღალ ფასად კი ფრანგულ გუნდებს მხოლოდ ედინსონ კავანი ჰყავს ნაყიდი (64 მილიონი). დი მარია "პარკ დე პრენსზე" 2019 წლამდე დარჩება და სეზონში 6.5 მილიონ ევროს მიიღებს.

ანხელ დი მარია "იუნაიტედში" ერთი წლის წინ 75 მილიონ ევროდ გადავიდა, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" ფეხის მოკიდება ვერ მოახერხა.

0.111602