თბილისში მიმდინარე ახალგაზრდულ ფესტივალზე, ძიუდოში 63 კილოგრამ წონით კატეგორიის მეოთხედფინალურ შეხვედრაში ნათია მიქაბერიძე ჰოლანდიელ სანე ვერმერთან იპონით დამარცხდა.
დაპირისპირების დებიუტშივე ქართველმა ძიუდოისტმა ვაზარი გააკეთა. ჰოლანდიელი ძიუდოისტიის გააქტიურების შემდეგ სპორტსმენმა ჯერ ვაზარი, მალევე კი შებოჭვით იპონი გამოუიმუშავა და ნახევარფინალში გავიდა , სადაც ჰოლანდიელის მეტოქე სერბი იუვანა ობრადოვიჩი იქნება.
რეპეჟაშის ეტაპზე მიქაბერიძე შვედ იდა ერიკსონს დაუპირისპირდება.
www.tbilisi2015.com