ფეხბურთი

13:03 | 31.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი "რომაში"

ეგვიპტის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი მოჰამედ სალაჰი ახალი სეზონიდან იტალიური "რომას" რიგებში ითამაშებს. 23 წლის ფეხბურთელი რომაული გუნდის ღირსებას იჯარის წესით დაიცავს, რის შემდგომაც "მგლებს" მისი გამოსყიდვა შეეძლებათ.

სალაჰი "ჩელსიში" 2014 წელს გადავიდა, თუმცა "არისტოკრატებში" ვერ დამკვიდრდა, გასული სეზონის მეორე ნახევარი კი განათხოვრების წესით ფლორენციის "ფიორენტინაში" გაატარა და სერია A-ში ჩატარებულ 16 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

0.111625