თბილისში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, ძიუდოში 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში გოგოებს შორის ძიუდოისტი ნათია მიქაბერიძე მეოთხედფინალშია.
მერვეფინალურ ეტაპზე ქართველმა აზერბაიჯანელი სპორტსმენი, ნარგიზ ჰაჯიევა იპონით დაამარცხა.
შეხვედრის მიმდინარეობის დროს მიქაბერიძეს უპირატესობა იგრძნობოდა. დებიუტშივე ქართველმა ორი იუკო გააკეთა, მალევე ვაზარი შეასრულა, დაპირისპირების მიწურულს კი გდების შემდეგ მეტოქე შებოჭა და იპონით მოიგო.
მეოთხედფინალურ ეტაპზე ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ჰოლანდიელი სანე ვერმერი იქნება.
www.tbilisi2015.com