ფეხბურთი

0:21 | 31.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დინამოს” 19-წლამდელების გამარჯვება “ბარსელონასთან”

თბილისის “დინამოს” 19-წლამდელთა გუნდმა დორტმუნდში დაწყებულ რურის თასზე მასპინძელ “ბორუსიასთან” მარცხის (1:2) შემდეგ, მე-2 მატჩი “ბარსელონასთან” გამართა და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი 1:0 დაამარცხა.

მატჩი ხისტად და ნაკლები საგოლე მომენტებით წარიმართა. ერთ ეპიზოდში დინამოელთა კარი ძელმა იხსნა, მატჩის ბოლოსკენ კი თბილისელებმა შედეგიანი შეტევა განახორციელეს და გიორგი ზარიამ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა – 1:0.

დღეს, დინამოელები რურის თასზე კიდევ ორ მატჩს ჩაატარებენ. თბილისის დროით 19:00 საათზე თამაზ სამხარაძის გუნდი პორტუ ალეგრის “ინტერნასიონალს” დაუპირისპირდება, ხოლო 21 საათსა და 30 წუთზე ბოხუმს შეხვდება.

დინამო თბილისი (U19) 1:0 ბარსელონა (U19)

დინამო: კულუა, კაპანაძე, ლოჩოშვილი, ჯაფიაშვილი, ვეკუა (ნემსაძე), კობოური, მ.ბაშალეიშვილი (ნ.ბაშალეიშვილი), ჩაკვეტაძე (კობახიძე), ზარია, გაბრიჩიძე (კვერნაძე), მიქელთაძე.

0.112755