ფეხბურთი

20:41 | 30.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დინამოს” 19-წლამდელები დორტმუნდელებთან დამარცხდნენ

“დინამო თბილისის” 19-წლამდე შემადგენლობამ რურის თასზე ჯგუფური ტურნირის პირველი მატჩი დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ გამართა. თამაში მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

სოციალურ ქსელში ქართული კლუბის ოფიციალურ გვერდზე მიმდინარეობდა მატჩის ტექსტური რეპორტაჟი.

მე-5 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს ანგარიში, ტაიმის დარჩენილ დროში კი მეორე გოლიც გაიტანეს. “დინამომ” პრესტიჟის გოლი მეორე ტაიმში გაიტანა. 52-ე წუთზე ბექა მიქელთაძემ თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია.

მეორე ტაიმში ჩაკვეტაძე-მიქელთაძე-ზარია-კობახიძის ეფექტური კომბინაციას შემდეგ კობახიძეს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, თუმცა დორტმუნდელთა მეკარემ მოახერხა მოგერიება.

“დინამო”: კულუა, კაპანაძე, ჯაფიაშვილი, ლოჩოშვილი, ნემსაძე (კობოური 46), ბაშალეიშვილი (ჩაკვეტაძე 46), ვეკუა, კვერნაძე (გაბრიჩიძე 79), ზარია, კობახიძე, მიქელთაძე.

თამაზ სამხარაძის გუნდი შემდეგ მატჩს დღეს “ბარსელონას” წინააღმდეგ გამართავს. თამაში რამდენიმე წუთში დაიწყება.

0.129525