“მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა, ჰოლანდიელმა ლუი ვან გაალმა თავისი გუნდის ტაქტიკაზე ისაუბრა.
“ახალი სეზონიდან ჩვენ 4-3-3 ტაქტიკით ვითამაშებთ. გასული წლის მეორე ნახევარში ამ სისტემით ვასპარეზობდით და შედარებით წარმატებები გვქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტაქტიკა წარმატებებს მოგვიტანს”, - ვან გაალის სიტყვებს “დეილი სტარი” ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა “მანჩესტერი” 2014 წელს ჩაიბარა, თუმცა პირველ სეზონში კლუბმა სერიოზულ წარმატებას ვერ მიაღწია.