როგორც სოციალურ ქსელში თბილისის “ლოკომოტივის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ვასილ მაისურაძის გუნდმა ამხანაგურ მატჩში ზაგრების “დინამოს” დუბლშემადგენლობასთან 1:1 ითამაშა.
მატჩი სლოვენიის ქალაქ სობოტაში გაიმართა, ხორვატულმა კლუბმა 6 ფეხბურთელი ძირითადი გუნდიდან დაიმატა. მიუხედავად ამისა მატჩი თბილისელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა უპირატესობას ანგარიშში არ ასახულა.
მე-10 წუთზე ალექსი ბენაშვილის პასით ღაღანიძემ ანგარიში გახსნა. ტაიმის მიწურულს ოლმომ წონასწორობა აღადგინა, 44-ე წუთზე კი “ლოკომოტივის” მეკარე მიქავამ თერთმეტმეტრიანი მოიგერია.
“ლოკომოტივი”: მიქავა (კუპატაძე 46), დუმბაძე (გაბაძე 70), გეთიაშვილი, ღაღანიძე, უბილავა (კ), სამურკასოვი (ჩიხლაძე 85), ქიქავა, დიასამიძე, კიკნაძე (თექთურმანიძე 73), ბენაშვილი, გავაშელიშვილი.