ზაზა ფაჩულიას ყოფილმა კლუბმა “მილუოკი ბაქსმა” 31 წლის ფორვარდი კრის კოუპლანდი დაიმატა. აღნიშნულ ინფორმაციას ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კოუპლენდმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც ამერიკელი 1.1 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
განვლილ სეზონში კრისი “ინდიანას” ღირსებას იცავდა, სადაც ფორვარდი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 6.2 ქულას და 2.2 მოხსნას აკეთებდა.