ძიუდო

18:30 | 30.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტი ჰასილ ჯაფაროვი ოქროს მფლობელია

ძიუდოში 73 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი აზერბაიჯანელი ჰასილ ჯაფაროვი (Hasil Jafarov) გახდა. ფინალურ შეხვედრაში ჩემპიონმა რუმინელი რაზვან ჩიოლანი (Razvan Ciolan) იუკოთი დაამარცხა.

ფინალამდე ჩემპიონმა ლუქსემბურგელ კილიან პიროტონს (Killian Piroton), უკრაინელ ოლეკსანდრ შერეკაის (Oleksandr Cherkai) შვეიცარიელ ლუკას ვიტვერს (Lukas Wittwer) და ბოსნიელ ფილიპ სტოიაკს (Fillip Stojak) მოუგო, ხოლო ვერცხლის პრიზიორმა ესტონელ ასლანბეგ პუმს (Aslanbeg Puhm), ჰოლანდიელ კოენ ვან ვინდენს (Coen Van Winden), ებრაელ დილან რეხისტერს (Dilan Rechister) და რუს არტურ პანეტონს (Artur Panaiton) სძლია

„ძალიან ბედნიერი ვარ . თბილისში მხოლოდ მოსაგებად ჩამოვედი და ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ,“ - განაცხადა ჯაფაროვმა

ჰასილ ჯაფარომა აზერბაიჯანის დელეგაციას მეორე ოროს მედალი მოუპოვა. საერთო ჩათვვლაში კი ძიუდოისტების ანგარიშზე 2 ოქრო , 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაოა.

www.tbilisi2015.com

0.116151