ძიუდო

17:50 | 30.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ეთერ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა

ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი 57 კგ წონით კატეგორიაში პოლონელ ანა დაბროვსკას დაუპირისპირდა. ეთერ ლიპარტელიანმა შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამითადრე იპონით დაამარცხა მეტოქე და ოქროს მედალი მოიპოვა.

ცოტა ხნით ადრე 52 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი მზია ბებოშვილი გახდა.

საქართველოს დელეგაციის აქტივში უკვე ოქროს 3 და ბრინჯაოს 4 მედალია.

0.114704