როგორც “მარკა” იუწყება, ლიონელ მესი და ხავიერ მასკერანო კატალონიაში ჩავიდნენ. არგენტინელი ფეხბურთელები ნაადრევად ეწვივნენ კატალონიას. ცნობილი იყო, რომ მესისა და მასკერანოს კლუბთან ერთად ვარჯიში 5 ივლისიდან უნდა დაეწყოთ.
არგენტინელი ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, რის შემდეგაც გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებენ.
შეგახსენებთ, 11 აგვისტოს თბილისში ევროპის სუპერთასის მატჩი გაიმართება, სადაც “ბარსელონა” “სევილიას” დაუპირისპირდება.