ჩოგბურთი

14:42 | 30.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე მეოთხედფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე წარმატებულად ასპარეზობს ყახახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.

ბოლქვაძემ პირველ რაუნდში უზბეკ ალბინა ხაბიბულინას 6:2, 7:5 მოუგო, მერვედფინალში კი სლოვაკ მიჰაელა ჰონჩოვასაც აჯობა – 6:3, 2:6, 6:4.

მეოთხედფინალში მარიამის პირისპირ მე-3 ნომრად განთესილი რუსი კსენია პერვაკი დადგება.

წყვილთა ტურნირის საწყის რაუნდში ბოლქვაძემ და ამერიკელი რაილიმ მე-4 განთესვის მქონე რუსულ დუეტთან (კუდერმეჩოვა-პუჩკოვა) 3:6, 1:6 წააგეს.

ერთეულთა შეჯიბრის კვალად, წყვილთა ტურნირსაც გამოეთიშა თამარ ჭალაგანიძე, რომელიც თურქეთის ქალაქ სტამბოლში 10-ათასიან პირველობაზე ირჯება.

ჭალაგანიძე და ბრიტანელი ნჯოზე ჰოლანდიურ-ზელანდიურ წყვილთან (ლუტიკჰუისი-უილიამსი) 6:0, 3:6, 4:10 დამარცხდნენ.

0.116186