ფეხბურთი

21:03 | 29.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

პოშტიგა ინდოეთში ითამაშებს

პორტუგალიელი თავდამსხმელი ელდერ პოშტიგა ინდოეთის ჩემპიონატში ითამაშებს. 32 წლის მოთამაშე კოლკატას “ატლეტიკოში” ჩაირიცხა, რომელიც გასულ სეზონში ინდოეთის სუპერლიგის გამარჯვებული გახდა.

პოშტიგამ გასული სეზონი ლა კორუნიას “დეპორტივოში” გაატარა, სეზონის დასრულების შემდეგ კი ესპანურ კლუბს დაემშვიდობა.

კოლკოტას “ატლეტიკოს” ესპანელი ანტონიო ლოპესი წვრთნის, რომელსაც “ვალენსიასა” და “სელტაში” უმუშავია.

აღნიშნულ კლუბში რამდენიმე ლეგიონერი თამაშობს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კი 35 წლის მცველი ჟოსემია, რომელსაც “მალაგას”,” “მალიორკას”, ლივერპულისა” და “ვილიარეალის” შემადგენლობაში უთამაშია.

0.117126