როგორც Mundo Deportivo იუწყება, კატალონიის “ბარსელონა” ადრიანოს შემცვლელად ალბერტო მორენოსა და იან ვერტონგენის კანდიდატურებს განიხილავს.
ბრაზილიელი მარცხენა მცველის ადრიანოს შეძენა იტალიურ “რომას” სურს და შესაძლოა მიმდინარე კვირაში შეთანხმება შედგეს.
ალბერტო მორენოს ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. 23 წლის მარცხენა მცველი “სევილიას” აღზრდილია და მთავარ გუნდში 2012-14 წლები გაატარა.
28 წლის ბელგიელი ვერტონგენი მორენოზე გამოცდილია, თუმცა ესპანეთის ჩემპიონატში არ უთამაშია. პროფესიული საფეხბურთო კარიერა “აიაქსის” შემადგენლობაში დაიწყო, 2012 წლიდან კი “ტოტენჰემისთვის” თამაშობს.