ძიუდო

17:27 | 29.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

რობინზონ ბეგლარაშვილი - თბილისი 2015-ის პირველი ქართველი ოქროსმედალოსანი

რობინზონ ბეგლარაშვილი ახალგაზრდული ფესტივალის ჩემპიონია. ძიუდოში 60 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა იტალიელი მანუელ ლომბარდო ვაზარით დაამარცხა. პირველივე წუთებიდან ქართველი ძიუდოისტის უპირატესობა ნათელი იყო. შეხვედრის მეორე წუთზე ვაზარი გააკეთა და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. „არ ველოდი გულშემატკივართა ასეთ ჩართულობას და დიდი მადლობა მათ. კარგია რომ პირველად ტარდება საქართველოში ასეთი მასშტაბის ღონისძიება. ძლიერი მეტოქე მყავდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მოვახერხე გამარჯვება,“ - განაცხადა რობინზონ ბეგლარაშვილმა.

ფინალურ შეხვედრამდე ორივე სპორტსმენმა 3-3 მეტოქე დაამარცხა. ჩემპიონმა სომეხ ტიგრან ბადალიანს აზერბაიჯანელ ისმაილ იბრაჰიმოვს და ჰოლანდიელ ლარს კამპფუისს მოუგო , ხოლო ვერცხლის პრიზიორმა ავსტრიელ მარკუს ჰიზბერგერს ფრანგ მენჟამენ გომესს და ებრაელ ამიტ ბობოვიჩს სძლია.
რობინზონ ბეგლარაშვილმა საქართველოს დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.

http://tbilisi2015.com/

თეგებითბილისი 2015
0.125215