ფეხბურთი

17:06 | 29.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფოფხაძე "ფლამურტარში" გადავიდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი გიორგი ფოფხაძე კარიერას ალბანეთის ჩემპიონატის ბინადარ "ფლამურტარში" გააგრძელებს. ამის შესახებ ალბანური გუნდის ვებგვერდი იუწყება.

28 წლის ფოფხაძე ბოლოს პოლონურ "იაგიელონიაში" თამაშობდა.

გასულ სეზონში "ფლამურტარის" ღირსებას ქართველი თავდამსხმელი ნიკოლოზ გელაშვილი იცავდა, რომელიც კარიერას კვიპროსულ "პაფოსში" გააგრძელებს.

0.115232