ჭადრაკი

16:15 | 29.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარიაში ორხელისუფლებიანობაა

შვეიცარიის ქალაქ ბილში მიმდინარე ვაჟთა ტრადიციულ საჭადრაკო ფესტივალზე მერვე ტურის პარტიები გათამაშდა.

ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი რადოსლავ ვოიტაშეკი პაველ ელიანოვს დაუზავდა. ლიდერის წაფორხილებით ისარგებლა მომდევნო ადგილზე მყოფმა დავიდ ნავარამ, რომელმაც აუტსაიდერ რიჩარდ რაპორტს მოუგო და დაგროვილი ქულებით აწ უკვე ყოფილ ერთპიროვნულ ლიდერს წამოეწია. ამრიგად, აღნიშნულ ტურნირზე ორხელისუფლებიანობაა - 5-5 ქულით ვოიტაშეკი და ნავარა ლიდერობენ.

მერვე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები

პაველ ელიანოვი (უკრაინა) - რადოსლავ ვოიტაშეკი (პოლონეთი) 0.5-0.5

მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) - მიხაელ ადამსი (ინგლისი) 1-0

რიჩარდ რაპორტი (უნგრეთი) - დავიდ ნავარა (ჩეხეთი) 0-1

სატურნირო მდგომარეობა 8 ტურის შემდეგ

1-2. ნავარა, ვოიტაშეკი - 5-5 ქულა

  1. ვაშიე-ლაგრავი - 4.5
  2. ადამსი - 4
  3. ელიანოვი - 3.5
  4. რაპორტი - 2

ბოლოსწინა მე-9 ტურის შეხვედრათა განრიგი

რაპორტი - ელიანოვი

ნავარა - ვაშიე-ლაგრავი

ადამსი - ვოიტაშეკი

0.114839