ფეხბურთი

21:02 | 28.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩის ორიგინალური პასუხი

პსჟ ამერიკულ ტურნეზეა. პარიზული კლუბის ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გადაცემა Sports Illustrated-ის ეწვია. წამყვანისა და ფეხბურთელის დიალოგის ერთ-ერთი ნაწილი სახალისო და საინტერესო გამოვიდა.

ჟურნალისტის კითხვას დაეხასიათებინა ლიონელ მესი, შვედმა ერთი სიტყვით უპასუხა: “ბრწყინვალე”. წამყვანმა ზლატანს ანალოგიური კითხვით მიმართა კრიშტიანუ რონალდუსთან მიმართებაში, რაზეც იბრაჰიმოვიჩმა ამგვარი პასუხი გასცა: “კარგი”. წამყვანის მესამე კითხვა ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეეხებოდა, ფეხბურთელმა საკუთარი თავი ორიგინალურად დაახასიათა: “ვაუ!”

https://www.youtube.com/watch?v=J0oMOMuzx20

0.120695