როგორც CNN იუწყება, ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატურა მიშელ პლატინიმ წამოაყენა.
ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 26 თებერვალს გაიმართება, ამჟამად კი ორგანიზაციას იოზეფ ბლატერი მართავს, რომელიც მოვალეობის დროებით შემსრულებლად ითვლება.
ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი მიშელ პლატინი 2007 წლის 16 იანვრიდან უეფას პრეზიდენტია.