ვერის ბაღში მიმდინარე საქართველოს 20 წლამდე გოგონათა და ვაჟთა ჩემპიონატზე მეექვსე ტურის პარტიები გათამაშდა. ვაჟებს 5,5 ქულით ერთპიროვნულად ირაკლი ბერაძე ლიდერობს. რაც შეეხება გოგონებს, აქ ორხელისუფლებიანობაა - 5-5 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში ნანი უნაფქოშვილი და ნინო ხომერიკი იმყოფებიან.
მეშვიდე ტურში ბერაძის მეტოქე 5 ქულის მქონე ილია ხელაძე იქნება, ხოლო ნინო ხომერიკი დალი ნანეიშვილს (3 ქულა) და უნაფქოშვილი ქეთევან ხომერიკს (4 ქულა) დაუპირისპირდება.