ფეხბურთი

18:02 | 28.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვიდალმა "ბაიერნთან" კონტრაქტს ხელი მოაწერა

გერმანიის ყველაზე ტიტულოვანმა მიუნხენის "ბაიერნმა" ტურინის "იუვენტუსის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელის არტურო ვიდალის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ჩილელმა ნახევარმცველმა მიუნხნელებთან კონტრაქტი 29019 წლამდე გააფორმა, ხოლო მისი გამოსყიდვა "რეკორდმაისტერს" 40 მილიონი ევრო დაუჯდა. ვიდალი "ბაიერნში" 23 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ვიდალს ჟურნალისტებთან დღეს მოგვიანებით წარადგენენ, ხოლო მასთან ერთად მედიის წარმომადგენელბის შეკითხვებს მათიას ზამერი უპასუხებს.

28 წლის ვიდალი "იუვეში" 2011 წელს ლევერკუზენის "ბაიერიდან" 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

0.111745