ფეხბურთი

16:08 | 28.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

კანკავამ "რეიმსთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა

საქართველოს ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას სამსახურით ფრანგული "რეიმსი" რომ დაინტერესებული იყო, ადრეც ვწერდით. როგორც გამოცემა "ეკიპი" იტყობინება, 29 წლის ქართველმა ფეხბურთელმა და ფრანგულმა გუნდმა პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმეს და ახლა ტარნსფერის გასაჩარხად "დნიპროს" დასტური აკლია.

"რეიმსი" ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციის გაძლიერებას კარგა ხანია ეშურება. აღსანიშნავია, რომ ჯაბა "დნირპოს" ბოლო მატჩში ("ჩერნომორეცთან") თადარიგში იმყოფებოდა და მირონ მარკევიჩმა მხოლოდ შეცვლაზე ათამაშა.

კანკავამ გასულ სეზონში უკრაინის ჩემპიონატში 15 მატჩი ჩატარა, ხოლო ევროპა ლიგაზე ფინალში ითამაშა. რაც შეეხება "რეიმსს", ამ გუნდმა ლიგა 1 მე-15 ადგილზე დაასრულა.

0.138698