ფეხბურთი

15:06 | 28.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩიმ "იუვესთან" გაახანგრძლივა

იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა ტურინის "იუვენტუსმა" გუნდის 28 წლის მცველ ლეონარდო ბონუჩის ახალი კონტარქტი გაუფორმა, რომლის თანახმადაც იტალიის ნაკრების მცველი ტურინში 2020 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

"ეს კონტრაქტი ახალი ეტაპის დასაწყისს ნიშნავს. გამოცდილება მემატება და მზად ვარ, ის ახალგაზრდებს გავუზიარო. ამ მაისურის ტარება ჩემთვის საამაყოა, "იუვენტუსის" ერთადერთი მიზანი კი გამარჯვებაა. გასული 5 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდად მახსენდება "კატანიასთან" (2:2) მატჩის შემდეგ ტიფოზების სტვენა, ხოლო ყველაზე უკეთ "რომასთან" (3:2) გამარჯვების გოლის გატანა", - განაცხადა პრესკონფერენციაზე ბონუჩიმ.

ლეონარდო ბონუჩი "იუვენტუსში" 2010 წელს "ბარიდან" ჩაირიცხა. მას შემდგომ კი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. ბონუჩიზე მეტჯერ "ბებერი ქალბატონის" მაისური დღეს გუნდში მყოფ ფეხბურთელთაგან მხოლოდ ჯანლუიჯი ბუფონს, ჯორჯო კიელინისა და კლაუდიო მარკიზიოს ჩაუცვამთ.

0.116146