ვეტერანი კოტ დივუარელი თავდამსხმელი დიდიე დროგბა ამიერიდან ამერიკის MLS-ში ითამაშებს. 37 წლის აფრიკელი კანადური "მონრეალ იმპაჩის" ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ "მონრეალის" ვებგვერდი იუწყება. დორგბას დებიუტს ახალ გუნდში 1-ელ აგვისტოს ვარაუდობენ, როცა "მონრეალი" ანდრეა პირლოს, ფრენკ ლამპარდისა და დავიდ ვილას "ნიუ-იორკ სიტის" ეთამაშება.
დიდიე დროგბა ბოლოს ლონდონის "ჩელსიში" თამაშობდა, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა. ამერიკულ გუნდს იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.