ფეხბურთი

23:30 | 27.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

აფელაი “სტოკში” გადავიდა

ჰოლანდიელი ნახევარმცველის იბრაჰიმ აფელაის და კატალონიური “ბარსელონას” გზები საბოლოოდ გაიყარა. იბრაჰიმმა ბოლო ორი სეზონი “შალკესა” და “ოლიმპიაკოსში” ჩაატარა იჯარის წესით, თუმცა მისი სატრანსფერო უფლებები კატალონიურ გრანდს ეკუთვნოდა. გუშინ აფელაიმ ოფიციალურად დატოვა “ბლაუგრანა” და “სტოკ სიტის” ფეხბურთელი გახდა.

29 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და “ბრიტანია სთედიუმზე” 2017 წლამდე დარჩება. ის ახალ კლუბს უფასოდ შეუერთდა.

მან გასულ სეზონში “ოლიმპიაკოსის” მაისური 29-ჯერ მოირგო, 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.131157