ჩოგბურთი

22:04 | 27.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა ბაქოში დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 000 დოლარი) 1/8-ფინალში რუმინელ პატრისია მარია ტიგისთან 1:6, 3:6 დამარცხდა. შეხვედრა 55 წუთს გაგრძელდა.

აღნიშნულ ტურნირზე კალაშნიკოვა და თავისი ჩერნოგორიელი მეწყვილე დანკა კოვინიჩი ხვალ წყვილთა თანრიგში რუსებს – ივახნენკოს და მორგინას შეხვდებიან.

0.148027