23 წლის განელი თავდამსხმელი ჯორდან აიუ ამიერიდან ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ "ასტონ ვილაში" ითამაშებს. ამის შესახებ ბირმინგემული გუნდის ვებგვერდი იუწყება. აიუ "ვილა პარკზე" 2020 წლამდე დარჩება.
"მარსელის" საკუთრებაში მყოფმა ფორვარდმა გასული სეზონი იჯარით "ლორიენში" გაატარა და ლიგა 1-ში ჩატარებულ 31 მატჩში 12 გატანილ ბურთთან, 6 საგოლე გადაცემაც შეასრულა.