ფეხბურთი

20:05 | 27.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

მუნტარის 7 მილიონიანი კონტრაქტი

იტალიური "მილანის" ყოფილი ნახევარმცველი სულეი მუნტარი კარიერას საუდის არაბეთის საფეხბურთო კლუბ "ალ იტიჰადში" გააგრძელებს. ამის შესახებ გამოცემა "გაძეტა დელო სპორტი" წერს. იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, მუნტარი და აზიური გუნდი უკვე შეთანხმდნენ და სულეი "ალ იტიჰადთან" 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო სეზონში ანაზღაურების სახით 7 მილიონ ევროს მიიღებს. მუნტარის არაბული გუნდი სამშაბათს, მილანში წარადგენს, სადაც ეს გუნდი ამჟამად შეკრებას გადის.

სულეი მუნტარიმ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში "მილანი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, რომლის რიგებშიც 2012 წლიდან მოყოლებული თამაშობდა.

0.115115