ფეხბურთი

16:40 | 27.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას აქტიური დღე და კანკავას "ქამ ბექი"

გასულ უქმეებზე მორიგი ტურის მატჩები გაიმართა რუსეთისა და უკრაინის პრემიერლიგაში. ხსენებულ ჩემპიონატებში მეორე ტურის მატჩები ჩატარდა.

რუსეთში წააგო სოლომონ კვირკველიას "რუბინმა", რომელმაც პერმის "ამკართან" შინ 0:2 დამარაცხდა. მასპინძელთა შორის ცუდი დღე ჰქონდა ქართველ მცველს, რომელმაც მოედანზე 64 წუთი გაატარა. ამ დროს იგი მოედნიდან გააძევეს, რადგან მანამდე ორი გაფრთხილების მიღება მოასწრო, ხოლო 48-ე წუთზე საკუთარ კარში გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. "რუბინი" ორი ტურის შემდეგ უქულოდ ბოლო საფეხურზეა.

მოიგო ჯანო ანანიძის "სპარტაკმა". სახალხო გუნდმა "კრასნოდარს" სტუმრად მინიმალურად აჯობა. სამწუხაროდ დმიტრი ალენევიჩევმა ქართველი 90 წუთი სათადარიგოთა სკამზე დატოვა. "სპარტაკს" 4 ქულა აქვს და "როსტოვთან" ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.

90 წუთი გაისარჯა ნუკრი რევიშვილი, ქართველი კიპერის "მორდოვიამ" კი მოსკოვში "დინამოსთან" ქულა მოიპოვა (2:2). ნუკრიმ საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩაატარა და მოპოვებულ ქულაში საკმაოდ დიდი წვლილი დაიდო. მის კარში გოლები კი ალექსეი იონოვმა და მატიე ვალბუენამ (პენალტით) გაიტანეს. რევიშვილს გუნდს ერთი ქულა აქვს და მე-11-ეა.

უკრაინაში ლვოვის "კარპატმა" 1:0 მოუგო "სტალს". მასპინძელთა შორის თავიდან ბოლომდე ითამაშა ბუბა დაუშვილმა. ამ გუნდს სამი ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა.

ჯაბა კანკავას "დნიპრომ" კი უხვგოლიან მატჩში დავით ხოჭოლავას "ჩერნომორეცს" 4:2 აჯობა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი თადარიგში იყო და მოედანზე 46-ე წუთზე ვალერი ფედორჩუკის ნაცვლად გამოჩნდა. ხოჭოლავამ კი 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათის მიღების გარდა, მეტოქის კარის აღებაც მოახერხა. ეს კი 51-ე წუთზე მოხდა, როცა ანგარიში თავისი გუნდის სასარგებლოდ 2:0 გახადა, თუმცა დარჩენილ დროში "დნიპრომ" 4 უპასუხო გოლი გაიტანა. "დნიპროს” ორი ტურის თავზე 4 ქულა აქვს დაგროვილი და შესაბამის პოზიციაზეა, ხოლო ხოჭოლავას "ჩერნომორეცის" აქტივში 1 ქულაა.

"ზორია" საკუთარ მოედანზე ხარკოვის "მეტალისტს" დაუზავდა (0:0). მასპინძელთა შორის 59-ე წუთიდან ითამაშა თავდამსმხელმა ჯაბა ლიპარტიამ, მაგრამ თავი ვერ გამოიჩინა. ქართველი შემტევის გუნდი 4 ქულით მესამე ადგილზეა.

0.163794