ჩოგბურთი

23:52 | 26.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვამ ბაქოში პირველი გამარჯვება იზეიმა

ქართველმა ჩოგათბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) წარმატებული სტარტი აიღო.

საკვალიფიკაციო ბადის პირველ წრეში კალაშნიკოვამ მე-7 ნომრად განთესილ ავსტრიელ პატრისია მაირ-ახლაიტნერს 2:6, 6:3, 6:2 სძლია.

გადამწყვეტ რაუნდში ოქსანას პირისპირ რუმინელი პატრისია მარია ტიგი დადგება, რომელსაც პირველი რეიტინგი გააჩნია.

აღსანიშნავია, რომ წყვილთა ტურნირში კალაშნიკოვას და ჩერნოგორიელ დანკა კოვინიჩს მე-4 განთესვა გააჩნიათ და პირველ წრეში რუსებს – ივახნენკოს და მორგინას ეთამაშებიან.

0.114751