თბილისის 2015 წელის ახალგაზრდული ფესტივალი გახსნილია. გახსნამდე საორგანიზაციო ოლიმპიური ფესტივალის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი სიტყვით გამოვიდა.
“დიდი მადლობა ბატონ პატრიკ ჰიკს, რომ მოგვეცა უფლება ჩაგვეტარებინა თბილისის მე-13 ახალგაზრდული ფესტივალი. ჩვენი დედაქალაქი პირველადმაპსინძლობს ამ მაშტაბის ღონისძიებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე გეტყვით, რომპირველად ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება 6 დღის განმავლობაში.
ჩვენ მაშტაბური პროექტები განვახორციელეთ. 11 არენიდან 7 არენა ამ ღონისძიებისთვის შეიქმნა, ოლიმპიური სოფელი კი სპორტსმენებისთვის აშენდა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
დიდი მადლობა თითოეულ ორგანიზატორს, მოხალისეს, სპორტსმენსა და საქართველოს ხელისუფლებას ” – აღნიშნა ახვლედიანმა.
ახვლედიანის შემდეგ სიტყვით ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი გამოვიდა.
“ეს თქვენი თამაშებია, პირველ რიგში მივესალმოთ იმ ადამიანებს, რომლებიც აქ მოვიდნენ, რომ ერთად დაუჭირონ მხარი სპორტსმენებს.
დიდი მადლობა ლერი ხაბელობს, ალექსი ახვლედიანს, საქართველოს მთავარობას, ყველა ორგანიზატორს. მთელი ოლიმპიური კომიტეტი მხარს უჭერს ფესტივალის საქართველოში ჩატარებას.
აქ არის მშვენიერი გარემო, სპორტსმენებო მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ის წარმატებული გახადოთ” – განაცხადა ჰიკმა.
ოლიმპიურმა ჩემპიონებმა ნონა გაფრინდაშვილმა, ლევან თედიაშვილმა, რაფაელ ჩინიშკიანიმ, ვაჟა კაჭარავამ, ვახტანგ ბლაგიძემ დარომან რურუამ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ოლიმპიური ფესტივალის დროშა გამოიტანეს, რის შემდეგაც გაჟღერდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ჰიმნი, რომლის ფონზეც აღიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროშა.
გასხნის ცერემონიალის შემდეგ ნაწილში მსაჯმა რუსუდან სიხარულიძემ, მწვრთნელმა დავით კვერნაძემ და ათლეტმა გიგა ზარნაძემ ფიცი დადეს.
“ყველა მონაწილის სახელით გპირდებით პატივს ვცემთ წესებს სპორტის სადიდებლად და ჩვენი გუნდების ღირსების დასაცავად” – განაცხადა გიგა ზარნაძემ.
“გპირდებით პირნათლად შევარულებთ ჩვენს მოვალეობას” – აღნიშნა კვერნაძემ.
“ყველა მსაჯისა და ოფიციალური პირის სახელით გპირდებით არ ვიქნებით მიკერძოებულნი და დავემორჩილებით წესებს” – განაცხადა სიხარულიძემ.
შემდგომ ეტაპზე სუხიშვილების მიერ შესრულდა ცეკვა სამაია და სხვა კულტურული ღირსშესანიშნაობების წარდგენა, შემდეგ კი ცეცხლი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ოლიმპიური ცეცხლი გამოჩნდა და ფესტივალი გასხნილად გამოცხადდა.